Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საჯარო ლექცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე“

 

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასაწავლო ცენტრთან“ თანამშრომლობით, გეგმავს საჯარო ლექციას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე“. საჯარო ლექცია ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 


ლექციის მიზანს წარმოადგენს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაცნობა. ასევე, ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე.


საჯარო ლექციაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა:

  •  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები - ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა;
  •  გონივრული მისადაგების პრინციპი;
  •  უნივერსალური დიზიანი;
  •  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული მოდელები: სამედიცინო, საქველმოქმედო და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა;
  •  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული ბარიერები: ფიზიკური ბარიერები; კომუნიკაციური ბარიერები; ინსტიტუციური ბარიერები; დამოკიდებულებითი ბარიერები;
  •  სპეციალური მოსარჩელე;
  •  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის ეტიკეტი.


საჯარო ლექციას გაუძღვებიან ნუცა ქაშაკაშვილი - სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ იურიდიული ტრენინგების დეპარტამენტის უფროსი და მარიკო კობახიძე - იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის სპეციალისტი.

ლექცია ჩატარდება 13 ივნისს 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსის 06 აუდიტორიაში.